• ახალი ამბები

    ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ჯუგაშვილმა თანამდებობა დატოვა. გადადგომის შესახებ განცხადება მან დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე გააკეთა. პანკისის სათემო რადიო WAY-სთან საუბრისას გელა ჯუგაშვილმა აღნიშნა, რომ საკრებულოში დემოკრატიული პროცესი მიმდინარეობს და თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

    ახმეტის საკრებულოში შექმნილი ფრაქცია „ქართული ოცნება“ დღეიდან გაუქმებულია. ინფორმაცია ფრაქციის დაშლის შესახებ საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე ცნობად მიიღო.

    ბათუმში შესაძლოა ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის ქუჩა გაჩნდეს. „აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, ამ საკითხზე საკრებულო მომავალ სხდომაზე იმსჯელებს. ინიციატივა საკრებულოს წევრ დიმიტრი დარჩიას ეკუთვნის.

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსი ზურაბ მაისურაძე საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს. გასული წლის დეკემბერში, მაისურაძე ვილნიუსის აეროპორტში ლიტვურმა სპეცსამსახურებმა რუსეთის მოთხოვნით დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ის რუსეთის ინტერპოლის მიერ იძებნებოდა.

    23 თებერვალი ვაინახური წარმოშობის ხალხის დეპორტაციის დღეა. 73 წლის წინ, 1944 წლის 23 თებერვალს იოსებ სტალინის განკარგულებით, დაახლოებით ნახევარი მილიონი ჩეჩენი და ინგუში მოსახლეობა შუა აზიაში - ყაზახეთში, ყირგიზეთსა და ციმბირის ტაიგაში გადაასახლეს. დეპორტირებულთა თითქმის ნახევარი გადასახლების პირველივე წელს სიცივით, შიმშილითა და ავადმყოფობით დაიღუპა.

    ქისტმა მწერალმა და ისტორიკოსმა ხასო ხანგოშვილმა დოკუმენტური, ავტობიოგრაფიული წიგნი „მონადირის მოგონებები“ გამოსცა. როგორც ავტორმა პანკისის სათემო რადიო WAY-ს უთხრა, „მონადირის მოგონებები“ ტრაგიკულად დაღუპული მონადირეების ხსოვნას ეძღვნება.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]