• ახალი ამბები

    საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც სამინისტროსთვის მეცხოველეობის, მათ შორის მეცხვარეობის დარგის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და შესაბამისად, შემუშავებულია დარგის განვითარების ხელშეწყობის გეგმა.

    თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გივი თარგამაძის ავტომობილი ააფეთქეს. შემთხვევა 4 ოქტომბერს, დაახლოებით 21:30 საათზე მოხდა. თარგამაძე და მისი მძღოლი აფეთქების დროს ავტომობილში იმყოფებოდნენ, თუმცა მნიშვნელოვანი დაზიანებები არ მიუღიათ. შემთხვევის შედეგად მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი 5 ადამიანი დაშავდა და 10-მდე ავტომანქანა დაზიანდა. გივი თარგამაძე აცხადებს, რომ მისი მანქანა სავარაუდოდ დისტანციური მართვის პულტით ააფეთქეს.

    პანკისის ხეობის გავლით თუშეთში ავტომობილით ასვლა ზამთარშიც გახდება შესაძლებელი. სნო – ჯუთა – როშკა – შატილი – ომალო – ფშაველის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის პროექტს, ახალი, 15 კილომეტრიანი მონაკვეთი ემატება, რომელიც ხადორის უღელტეხილზე გზის გაჭრას და პანკისიდან თუშეთამდე გზის მშენებლობას ითვალისწინებს. ამის შესახებ პანკისის სათემო რადიო WAY–ს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი სეთურიძემ განუცხადა.

    სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ფშაველის მონაკვეთზე საავტომობილო გზების მშენებლობა-რეკონსტრუქციის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული კონკურსი შეწყვეტილად გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

    ჯანდაცვის სამინისტრო 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე, სოციალურად დაუცველი ოჯახების 6-23 თვის ასაკის ბავშვებისთვის საკვები მიკროელემენტების გაცემას იწყებს. სახელმწიფომ 13 000 ბავშვისთვის სულ 78 000 კოლოფი (2 340 000 პაკეტი) შეიძინა.

    შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გია ლორთქიფანიძეს 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გია ლორთქიფანიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ვადის ათვლა  იმ მომენტიდან დაიწყება, როდესაც მას დააკავებენ.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]